top of page
ქიმიის პროგრამა
1. საკითხის ცოდნის, გაგების და გამოყენების დემონსტრირება:
• ძირითადი ცნებების, ფაქტების, კანონების ცოდნა, შესაბამისი ტერმინოლოგიით ახსნა - განმარტება, მათი ადეკვატური და პრაქტიკული გამოყენება.
2. მონაცემების წაკითხვა და ორგანიზება:
• სხვადასხვა ტექსტიდან, ნახატიდან, გრაფიკიდან, სქემიდან, ცხრილიდან და დიაგრამიდან საჭირო ინფორმაციის წაკითხვა; • მონაცემების გადაყვანა ერთი სახიდან მეორეში (მაგ., ცხრილების გრაფიკებში და სხვ.).
3. მონაცემების ანალიზი და შეფასება:
• ფიზიკურ სიდიდეებს შორის ზოგადი კანონზომიერებებისა და რაოდენობრივი კავშირების დადგენა;
• მონაცემთა ინტერპრეტაცია, ანალიზი და დასკვნის გამოტანა;
• მონაცემთა კლასიფიცირება;
• მოვლენათა მიზეზების ახსნა. მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა.
4. პრობლემის გადაჭრა:
• პრობლემის გადაჭრის გზების შერჩევა;
• პრობლემის გადაჭრის ეტაპების განსაზღვრა;
• პრობლემის გადაჭრა.
1. ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები. ატომის აღნაგობა
1.1. ნივთიერება. ფიზიკური და ქიმიური მოვლენები
-
მარტივი და რთული ნივთიერებები. ალოტროპია. ნარევი და ნაერთი. ნარევების დაყოფის ხერხები.
-
განსხვავება ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენებს შორის. ქიმიური რეაქციის მიმდინარეობის ნიშნები და პირობები.
1.2. ქიმიური ელემენტი. ვალენტობა. ფარდობითი ატომური მასა და ფარდობითი მოლეკულური მასა
-
ქიმიური ელემენტის ცნება, ქიმიური ელემენტი და მარტივი ნივთიერება.
-
ქიმიური სიმბოლოები.
-
ქიმიური ელემენტის ვალენტობა.
-
ფარდობითი ატომური და მოლეკულური მასები.
-
ნაერთში ელემენტის მასური წილის გამოთვლა.
1.3. ნივთიერების რაოდენობა. მასისა და შედგენილობის მუდმივობის კანონები
-
მოლი – ნივთიერების რაოდენობის საზომი ერთეული. ავოგადროს რიცხვი. მოლური მასა. ავოგადროს კანონი. აირის მოლური მოცულობა. აირის ფარდობითი სიმკვრივე.
-
ქიმიური რეაქციის ტოლობა.
1.4. ატომის აღნაგობა
-
ატომის შედგენილობა.
-
ატომბირთვის შედგენილობა. მასური რიცხვის ცნება. იზოტოპები.
-
ელექტრონული შრეების აღნაგობა.
-
ელექტრონული ორბიტალები.
-
ელექტრონების განაწილების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით I-IV პერიოდების ელემენტების ატომთა ელექტრონული კონფიგურაციის გამოსახვა.
1.5. პერიოდულობის კანონი და პერიოდულობის ცხრილი
-
პერიოდულობის კანონის თანამედროვე ფორმულირება. ელემენტის რიგითი ნომერი.
-
პერიოდულობის ცხრილი (მოკლე და გრძელი ვარიანტები).
-
პერიოდებსა და ჯგუფებში ელემენტთა გაერთიანების პრინციპები.
-
I_VII A ჯგუფების (1-2 და 13-17 ჯგუფების) ელემენტების თვისებების და ნაერთთა ფორმების განსაზღვრა პერიოდულობის ცხრილში მათი ადგილმდებარეობის მიხედვით.
1.6. ქიმიური ბმა
-
ქიმიური ბმების დახასიათება ბმის წარმომქმნელი ელემენტების ატომების აღნაგობის თავისებურებების (იონიზაციის ენერგია, ელექტრონისადმი სწრაფვა, ელექტროუარყოფითობა) გათვალისწინებით.
-
ჟანგვის რიცხვი.
-
ვალენტობა ატომის აღნაგობის შუქზე.
-
იონური ბმა.
-
კოვალენტური (არაპოლარული და პოლარული) ბმა. ბმის ჯერადობა, σ- და π-ბმები.
-
მეტალური ბმა.
-
კრისტალური სტრუქტურები.
-
მოლეკულათაშორისი ურთიერთქმედების ძალები. წყალბადური ბმა.
-
ქიმიური ბმის გამოსახვა ლუისის ელექტრონული ფორმულების გამოყენებით.
2. ქიმიური რეაქციები
2.1. ქიმიურ რეაქციათა კლასიფიკაცია
-
შეერთების, დაშლის, ჩანაცვლებისა და მიმოცვლის რეაქციები.
-
ჟანგვა–აღდგენითი რეაქციები. მჟანგავი და აღმდგენი.
-
ეგზოთერმული და ენდოთერმული რეაქციები. რეაქციის სითბური ეფექტი.
-
შექცევადი და შეუქცევადი რეაქციები.
2.2. ქიმიური კინეტიკა
-
ქიმიური რეაქციის სიჩქარე და მასზე მოქმედი ფაქტორები (კონცენტრაცია, ტემპერატურა, მორეაგირე ნივთიერებების ბუნება).
-
კატალიზი და კატალიზატორი.
-
ქიმიური წონასწორობა და მასზე მოქმედი ფაქტორები.
3. არაორგანულ ნაერთთა კლასები
3.1. ოქსიდები
-
ოქსიდების კლასიფიკაცია.
-
ფუძე და მჟავა ოქსიდების მიღება და თვისებები.
-
ამფოტერული ოქსიდები და მათი თვისებები.
3.2. ჰიდროქსიდები
-
ჰიდროქსიდების კლასიფიკაცია.
-
ჰიდროქსიდების მიღება, თვისებები.
-
ამფოტერული ჰიდროქსიდები და მათი თვისებები.
3.3. მჟავები
-
მჟავების კლასიფიკაცია (უჟანგბადო და ჟანგბადიანი მჟავები, მჟავების ფუძიანობა).
-
მჟავების მიღება და თვისებები.
3.4. მარილები
-
მარილთა კლასიფიკაცია და ნომენკლატურა.
-
მარილების მიღება, თვისებები.
-
გენეტიკური კავშირი არაორგანულ ნაერთთა კლასებს შორის.
4. ხსნარები. ელექტროლიტური დისოციაციის თეორია
4.1. ნივთიერებათა ხსნადობა
-
ჭეშმარიტი ხსნარი, სუსპენზია და ემულსია.
-
ნივთიერების ხსნადობა და მასზე მოქმედი ფაქტორები.
-
ხსნარის კონცენტრაციის გამოსახვის ხერხები. გახსნილი ნივთიერების მასური წილი ხსნარში. მოლური კონცენტრაცია.
4.2. ელექტროლიტური დისოციაცია და იონური მიმოცვლის რეაქციები
-
მჟავების, ფუძეებისა და მარილების ელექტროლიტური დისოციაცია.
-
იონური მიმოცვლის რეაქციების მიმდინარეობის პირობები.
-
სრული და შეკვეცილი იონური ტოლობები.
-
ძლიერი და სუსტი ელექტროლიტები.
-
წყალბადური მაჩვენებელი - pH.
-
pH და ხსნარის არე.
-
ძლიერი ელექტროლიტის ხსნარის pH-ის გამოთვლა
-
მარილთა ჰიდროლიზი.
4.3. ელექტროქიმია
-
მეტალთა ელექტროქიმიური ძაბვის მწკრივი.
-
ნალღობებისა და წყალხსნარების ელექტროლიზი.
-
ელექტრული დენის ქიმიური წყაროები.
5. მნიშვნელოვანი არაორგანული ნაერთები
5.1. წყალი და ჰაერი
-
წყალი და მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. წყლის ურთიერთქმედება IA, IIA და VIIA ჯგუფების (1, 2 და 17 ჯგუფების) ელემენტებთან, ფუძე და მჟავა ოქსიდებთან.
-
წყლის სიხისტე - გამომწვევი მიზეზები და თავიდან აცილების გზები.
-
ჰაერის შედგენილობა. ჟანგბადის თვისებები. სრული და არასრული წვა.
5.2. მეტალთა მნიშვნელოვანი ნაერთები
-
I და II A ჯგუფების (1 და 2 ჯგუფების) მეტალთა ოქსიდები და ჰიდროქსიდები, მათი მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება.
5.3. არამეტალთა მნიშვნელოვანი ნაერთები
-
არამეტალთა წყალბადნაერთები და მათი თვისებები.
-
ნახშირბადის, გოგირდის, აზოტის ოქსიდები (CO, CO2, SO2, SO3, NO, NO2) და მჟავები; მათი ძირითადი რეაქციები.
6. ორგანული ნაერთები
6.1. ორგანულ ნაერთთა თავისებურებანი
-
ორგანული ნაერთები ბუნებაში.
-
ორგანული ნაერთების კლასიფიკაცია.
-
ნახშირბადატომის სავალენტო ორბიტალების ჰიბრიდიზაცია ორგანულ ნაერთებში.
-
იზომერია (ჩონჩხის, ჯერადი ბმის მდებარეობის და გეომეტრიული). კლასთაშორისი იზომერები.
-
ატომთა ურთიერთგავლენა ორგანულ ნაერთებში.
-
კავშირი ორგანულ ნაერთთა კლასებს შორის.
6.2. ნაჯერი ნახშირწყალბადები
-
მეთანის ჰომოლოგიური რიგი. იზომერია, ნომენკლატურა.
-
ალკანების მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება.
-
ციკლოალკანების იზომერია და ნომენკლატურა.
6.3. უჯერი ნახშირწყალბადები
-
ალკენები, ალკინები და ალკადიენები. ჰომოლოგიური რიგები. იზომერია, ნომენკლატურა. მიღების მეთოდები, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება.
6.4. არომატული ნახშირწყალბადები
-
ბენზოლის ჰომოლოგიური რიგი, იზომერია, ნომენკლატურა.
-
მიღების მეთოდები, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება.
6.5. ნახშირწყალბადების ჰიდროქსინაწარმები
-
ნაჯერი ერთატომიანი სპირტების ჰომოლოგიური რიგი. იზომერია, ნომენკლატურა. მათი მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება. ეთერები, როგორც სპირტების იზომერები.
-
მრავალატომიანი სპირტები – ეთილენგლიკოლი და გლიცერინი, მათი ძირითადი თვისებები, გამოყენება.
-
ფენოლი - ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება.
6.6. კარბონილური ნაერთები
-
ალდეჰიდები და კეტონები. ჰომოლოგიური რიგები. იზომერია, ნომენკლატურა.
-
მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება.
6.7. კარბონმჟავები
-
ნაჯერი ერთფუძიანი კარბონმჟავების ჰომოლოგიური რიგი. იზომერია, ნომენკლატურა.
-
კარბონმჟავების მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება.
-
ჭიანჭველმჟავას თავისებურება.
6.8. ესტერები და ცხიმები
-
ესტერების ნომენკლატურა. ესტერიფიკაციისა და ჰიდროლიზის რეაქციები.
-
თხევადი და მყარი ცხიმები, მათი ჰიდროლიზი და ჰიდროგენიზაცია. საპონი.
6.9. ნახშირწყლები
-
მონო-, დი- და პოლისაქარიდების წარმომადგენლები: გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, სახამებელი და ცელულოზა. მათი აღნაგობა, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება.
6.10. ამინები და ამინომჟავები
-
ნაჯერი ამინები, ნომენკლატურა, მიღება და თვისებები.
-
ანილინი, მიღება და თვისებები.
-
ამინომჟავების აღნაგობა, მათი ამფოტერული ბუნება, პეპტიდური ბმის წარმოქმნა.
6.11. მაღალმოლეკულური ნაერთები
-
ძირითადი ცნებები: პოლიმერი, მონომერი, სტრუქტურული (მონომერული) ერთეული, პოლიმერიზაციის ხარისხი.
-
პოლიმერიზაციის და პოლიკონდენსაციის რეაქციები.
-
პოლიეთილენი, პოლიპროპილენი, კაუჩუკი, აცეტატური ბოჭკო, ცილები; მათი გამოყენება.
აბიტურიენტს თვისობრივი და რაოდენობრივი ამოცანების ამოხსნისას მოეთხოვება:
-
ნივთიერების ფარდობითი მოლეკულური მასის გამოთვლა;
-
ქიმიური ფორმულის შედგენა ვალენტობის მიხედვით;
-
ნაერთში ელემენტის მასური წილის გამოანგარიშება;
-
ნაერთის ქიმიური ფორმულის დადგენა ელემენტთა მასური წილების მიხედვით;
-
ნაერთში ელემენტის ვალენტობისა და ჟანგვის რიცხვის განსაზღვრა;
-
ქიმიური რეაქციების (მათ შორის, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების) ტოლობების გათანაბრება;
-
ქიმიური რეაქციის სიჩქარის გამოთვლა;
-
ნივთიერებათა გარდაქმნის სქემის მიხედვით ქიმიური რეაქციების ტოლობების შედგენა;
-
ნივთიერების რაოდენობის, მასისა და მოცულობის გამოანგარიშება შემდეგი ფორმულების გამოყენებით:
𝜈 = 𝑁/𝑁𝐴, 𝜈 = 𝑚/𝑀 და 𝜈 = 𝑉/𝑉𝑀;
-
გამოთვლებისას ავოგადროს კანონისა და მისი შედეგების გამოყენება;
-
ხსნარში ნივთიერების მასური წილის, გახსნილი ნივთიერების მასის და ხსნარის მასის დადგენა ფორმულის ω=𝑚ნ/𝑚ხ გამოყენებით;
-
ხსნარში ნივთიერების მოლური კონცენტრაციის დადგენა დადგენა ფორმულის С=𝜈/𝑉 გამოყენებით;
-
რეაქციაში მონაწილე ან რეაქციის შედეგად მიღებული ერთ-ერთი ნივთიერების რაოდენობის/მასის/მოცულობის მიხედვით მოცულობის გამოანგარიშება; სხვა ნივთიერების რაოდენობის/მასის/
-
რეაქციის პროდუქტის რაოდენობის/მასის/მოცულობის გამოანგარიშება, როდესაც ერთ-ერთი მორეაგირე ნივთიერება აღებულია ჭარბად.
-
წყალბადური მაჩვენებლის (pH) დაკავშირება ძლიერი ელექტროლიტის ხსნარის მოლურ კონცენტრაციასთან
bottom of page



