ქართულის პროგრამა
I. ქართული ენა
1. ლექსიკოლოგია
-
სიტყვა, მისი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობა;
-
სიტყვის მნიშვნელობის ცვლა: გაფართოება და დავიწროება;
-
სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები, პარონიმები, დიალექტიზმები, არქაიზმები, ნეოლოგიზმები, ნასესხები სიტყვები, ბარბარიზმები;
-
სიტყვათა მყარი შეხამებანი;
-
წარმოქმნილი და ძირეული სიტყვები;
-
მარტივი და რთული სიტყვები;
-
სიტყვათა შემოკლებით შეერთება;
-
შემოკლებული დაწერა.
2. სტილისტიკა
-
სტილის რაობა;
-
ფუნქციური სტილისტიკა;
-
ლექსიკური სტილისტიკა;
-
სიტყვათა შერჩევა მნიშვნელობის მიხედვით;
-
პარონიმები, ევფემიზმები, თავაზიანობის გამომხატველი სიტყვები;
-
სტილისტური ხარვეზები: ტავტოლოგია, კალკი, ატროფია (სიტყვის გამოყენება არაზუსტი მნიშვნელობით).
3. მორფოლოგია
მეტყველების ნაწილები:
-
არსებითი სახელი, ჯგუფები შინაარსის მიხედვით, საზოგადო და საკუთარ სახელთა ბრუნება;
-
ზედსართავი სახელი, ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები, ზედსართავ სახელთა ბრუნება დამოუკიდებლად და არსებით სახელთან ერთად;
-
არსებითი სახელი მსაზღვრელად;
-
რიცხვითი სახელი, რიცხვითი სახელების ჯგუფები, რიცხვითი სახელების ბრუნება;
-
ნაცვალსახელი, ნაცვალსახელთა ჯგუფები, ნაცვალსახელთა ბრუნება;
-
ზმნა, ზმნის პირი და რიცხვი, ზმნისწინი, დრო, ასპექტი, კილო, გარდამავლობა, მწკრივები და სერიები, გვარი, ქცევა, კონტაქტი;
-
სახელზმნა;
-
ზმნიზედა;
-
თანდებული;
-
კავშირი;
-
ნაწილაკი;
-
შორისდებული.
4. სინტაქსი
-
წინადადება;
-
სინტაქსური წყვილები, სინტაქსური ურთიერთობის სახეები;
-
წინადადების სახეები შინაარსის მიხედვით;
-
წინადადების წევრები;
-
ქვემდებარისა და შემასმენლის ურთიერთობა რიცხვის მიხედვით;
-
წინადადების სახეები აგებულების მიხედვით;
-
მარტივი წინადადების სახეები;
-
შერწყმული წინადადება, ერთგვარ წევრთა შეერთება;
-
განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები;
-
რთული წინადადება, რთული თანწყობილი წინადადება, რთული ქვეწყობილი წინადადება, რთული ქვეწყობილი წინადადების გადაკეთება მარტივად და მარტივი წინადადებებისა – რთულ ქვეწყობილად;
-
პირდაპირი და ირიბი ნათქვამი.
5. პუნქტუაცია
-
სასვენი ნიშნები;
-
სასვენ ნიშანთა ხმარების წესები.
II. ქართული ლიტერატურა
1. მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინები
-
დრამა, ეპოსი, ლირიკა;
-
პოეზია, პროზა;
-
ანდაზა, აფორიზმი, ბიოგრაფია, ელეგია, თქმულება, იგავ-არაკი, კომედია, ლეგენდა, ლექსი, მემუარი, მითი, მოთხრობა, მუხამბაზი, ნოველა, პიესა, პოემა, პუბლიცისტიკა, რომანი, სონეტი, ტრაგედია, ტრიოლეტი, შაირი;
-
აბზაცი, ეპიგრაფი, ეპილოგი, თემა, იდეა, კომპოზიცია, პროლოგი, რითმა, რიტმი, სიუჟეტი, სტროფი, ტაეპი, ფაბულა, ფინალი;
-
დიალოგი, მონოლოგი, პერიფრაზი, ციტატა;
-
ლირიკული გმირი, პეიზაჟი, პერსონაჟი, პორტრეტი;
-
ალეგორია, ალიტერაცია, ალუზია, გაპიროვნება, გროტესკი, ეპითეტი, ირონია, იუმორი, მეტაფორა, მოტივი, სარკაზმი, სატირა, ტროპი, შედარება, ხატოვანი თქმა, ჰიპერბოლა;
-
მხატვრული ენა, მხატვრული სახე.
2. ლიტერატურული პროცესის ძირიტადი ეტაპები
-
სასულიერო მწერლობა, კლასიკური ხანის მწერლობა, აღორძინების ხანის მწერლობა, რომანტიზმი, რეალიზმი, მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი.
3. იაკობ ხუცესი
-
„შუშანიკის წამება“ (სასკოლო შემოკლებული ვარიანტი).
4. იოვანე საბანისძე
-
„აბო თბილელის წამება“ (სასკოლო შემოკლებული ვარიანტი).
5. გიორგი მერჩულე
-
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (სასკოლო შემოკლებული ვარიანტი).
6. შოთა რუსთაველი
-
"ვეფხისტყაოსანი" ("ვეფხისტყაოსნის" სასკოლო გამოცემა ნ. ნათაძისა): "დასაწყისიდან" "ტარიელის თათბირამდე", "დასასრული".
7. სულხან-საბა ორბელიანი
-
„სიბრძნე-სიცრუისა“: ლეონის თავგადასავალი.
8. დავით გურამიშვილი
-
„დავითიანი“: „ქართლის ჭირი“.
9. გრიგოლ ორბელიანი
-
„თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“.
10. ნიკოლოზ ბარათაშვილი
-
ლექსები: „მერანი“, „ფიქრნი მტკვრის პირას“, „შემოღამება მთაწმინდაზედ“,
-
პოემა „ბედი ქართლისა“.
11. ილია ჭავჭავაძე
-
„კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“, „ოთარაანთ ქვრივი“;
-
სტატია „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“
12. აკაკი წერეთელი
-
ლექსი „განთიადი“;
-
პოემები: „თორნიკე ერისთავი“, „გამზრდელი“.
13. ვაჟა-ფშაველა
-
ლექსები: „ჩემი ვედრება“, „კაი ყმა“.
-
პოემები: „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“.
14. დავით კლდიაშვილი
-
მოთხრობა „სამანიშვილის დედინაცვალი“.
15. ნიკო ლორთქიფანიძე
-
მოთხრობა „შელოცვა რადიოთი“.
16. კონსტანტინე გამსახურდია
-
რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“.
17. მიხეილ ჯავახიშვილი
-
რომანი „ჯაყოს ხიზნები“.
18. გალაკტიონ ტაბიძე
-
ლექსები: „ქებათა ქება ნიკორწმინდას“, „თოვლი“, „მე და ღამე“, „მთაწმინდის მთვარე“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „შერიგება“.
19. ტიციან ტაბიძე
-
ლექსები: „ლექსი მეწყერი“, „ანანურთან“.
20. გიორგი ლეონიძე
-
ლექსი „ყივჩაღის პაემანი“.
21. გურამ რჩეულიშვილი
-
მოთხრობა „ალავერდობა“.
22. ანა კალანდაძე
-
ლექსი „ვაჟაო, დილის მზის სხივო...“.
23. ჯემალ ქარჩხაძე
-
მოთხრობა „იგი“.
24. გურამ დოჩანაშვილი
-
მოთხრობა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.



