top of page

ბიოლოგიის პროგრამა

1. უჯრედი

1.1. უჯრედი – სიცოცხლის ძირითადი ერთეული

  • სასიცოცხლო თვისებები: კვება, სუნთქვა, გამრავლება, გამოყოფა, ზრდა-განვითარება, მოძრაობა, გაღიზიანებადობა.

  • სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები. ვირუსი – სიცოცხლის არაუჯრედული ფორმა.

  • უჯრედული თეორიის ძირითადი დებულებები.

1.2. ეუკარიოტული და პროკარიოტული უჯრედების სტრუქტურული კომპონენტები

  • პლაზმური მემბრანა, უჯრედის კედელი; მათი აგებულება და მნიშვნელობა; მემბრანული ტრანსპორტის სახეები.

  • ციტოპლაზმა: ციტოჩონჩხი, ენდოპლაზმური ბადე, რიბოსომა, მიტოქონდრია, პლასტიდები, გოლჯის აპარატი, ლიზოსომა, ვაკუოლი; მათი აგებულება და მნიშვნელობა. ბირთვი: ბირთვის გარსი, ქრომოსომები, ბირთვაკი; მათი აგებულება და მნიშვნელობა. მცენარეული, სოკოს და ცხოველური უჯრედების აგებულება.

  • პროკარიოტული უჯრედები: ბაქტერიების აგებულება, გამრავლება და მნიშვნელობა. პრო- და ეუკარიოტული უჯრედების აგებულება. მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემის გზები პროკარიოტებში.

1.3. უჯრედის ქიმიური შედგენილობა

  • არაორგანული ნივთიერებები: წყალი და მინერალური მარილები; მათი ბიოლოგიური როლი.

  • ორგანული ნივთიერებები: ნახშირწყლები, ლიპიდები, ცილები (სტრუქტურა და ფუნქციები), ნუკლეინის მჟავები (ბიოლოგიური როლი, სტრუქტურისა და ფუნქციის თავისებურებები).

1.4. პლასტიკური და ენერგეტიკული ცვლა

  • დნმ-ის რეპლიკაცია. ცილის ბიოსინთეზი.

  • ფოტოსინთეზი: სინათლისა და სიბნელის ფაზების ზოგადი დახასიათება.

  • უჯრედული სუნთქვა: ანაერობული და აერობული პროცესების ზოგადი დახასიათება.

1.5. უჯრედის გაყოფა

  • უჯრედული ციკლი: ინტერფაზა და მიტოზი. მიტოზის ფაზების ერთმანეთისაგან გარჩევა/ამოცნობა. მიტოზის ბიოლოგიური მნიშვნელობა.

2. ორგანიზმთა გამრავლება და ინდივიდუალური განვითარება

2.1. უსქესო გამრავლება

  • უსქესო გამრავლების ფორმები - სოკოს, მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების მაგალითებზე. უსქესო გამრავლების ბიოლოგიური მნიშვნელობა.

2.2. სქესობრივი გამრავლება

  • სასქესო უჯრედების ჩამოყალიბება (გამეტოგენეზი), მეიოზი. მეიოზის ფაზების ერთმანეთისაგან გარჩევა/ამოცნობა. მეიოზის ბიოლოგიური მნიშვნელობა.

  • განაყოფიერება ცხოველებსა და ყვავილოვან მცენარეებში. სქესობრივი გამრავლების ბიოლოგიური მნიშვნელობა.

3. ადამიანი

3.1. ქსოვილები

  • ქსოვილთა ძირითადი ჯგუფები: ეპითელური, შემაერთებელი, კუნთოვანი, ნერვული; აგებულება და ფუნქციები.

3.2. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა

  • სისტემის მნიშვნელობა.

  • ჩონჩხი: აგებულება, ფუნქციები (თავის ქალის, ტანისა და კიდურების ძვლები). ძვალთა შეერთების სახეები. ტანადობის დარღვევა.

  • კუნთების სახეები: ჩონჩხის, გულის და გლუვი კუნთები; მათი აგებულება და ფუნქციები.

3.3. საჭმლის მომნელებელი სისტემა

  • სისტემის ორგანოები მათი აგებულება და ფუნქცია. საკვების მონელება და შეწოვა. მომნელებელი ფერმენტები. ვიტამინები.

3.4. ნივთიერებათა ტრანსპორტი:

ა) სისხლი და სისხლის მიმოქცევა, ლიმფური სისტემა:

  • პლაზმა; ფორმიანი ელემენტები – აგებულება, ფუნქცია. სისხლის ჯგუფები (ABO, Rh). იმუნიტეტი.

  • სისტემის ორგანოების აგებულება და ფუნქციები. სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრე. გულის მუშაობა. პულსი, წნევა. არტერიების, ვენების და კაპილარების (აგებულება და ფუნქციები). პირველადი დახმარება სხვადასხვა სახის სისხლდენის დროს. სისხლისა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

  • ლიმფა; ლიმფის მნიშვნელობა, ლიმფური სისტემის სტრუქტურული ერთეულები.

ბ) სასუნთქი სისტემა:

  • სისტემის სტრუქტურული ერთეულების აგებულება და ფუნქცია. აირთა ცვლა ფილტვებსა და ქსოვილებში. სუნთქვითი მოძრაობები.

3.5. გამომყოფი სისტემა

  • სისტემის ორგანოების აგებულება და ფუნქციები; მათი ამოცნობა. თირკმლის აგებულება, ფუნქცია და როლი ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში.

3.6. მფარავი სისტემა

  • კანის აგებულება და ფუნქციები.

3.7. მარეგულირებელი და მაკონტროლებელი სისტემები:

ა) ენდოკრინული სისტემა:

  • სისტემის მნიშვნელობა. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები (ფარისებრი, ფარისებრახლო, თირკმელზედა, ჰიპოფიზი, ეპიფიზი, კუჭქვეშა, სასქესო, ჰიპოთალამუსი) და მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონები. ენდოკრინული ჯირკვლების ჰიპერ- და ჰიპოფუნქციით გამოწვეული დაავადებები.

ბ) ნერვული სისტემა:

  • სისტემის სტრუქტურული ერთეულები: ცენტრალური (თავისა და ზურგის ტვინი) და პერიფერიული (სომატური და ავტონომიური); აგებულება და ფუნქციები. რეფლექსური რკალი. უპირობო და პირობითი რეფლექსები. სხვადასხვა ფაქტორის (ალკოჰოლური, ნარკოტიკული ნივთიერებები) გავლენა ნერვული სისტემის მოქმედებაზე.

4. გენეტიკა

4.1. მემკვიდრეობითობის კანონზომიერებები

  • მონოჰიბრიდული შეჯვარება, პირველი თაობის ერთგვაროვნების კანონი, დათიშვის კანონი, მისი ციტოლოგიური საფუძველი.

  • დიჰიბრიდული შეჯვარება; გენთა დამოუკიდებლად მემკვიდრეობის კანონი, მისი ციტოლოგიური საფუძველი. სრული და არასრული დომინირება; ამოცანების ამოხსნა.

  • გენთა ჭიდილობა. ამოცანების ამოხსნა.

4.2. სქესის გენეტიკა

  • სქესის განსაზღვრის ქრომოსომული მექანიზმი. სქესთან შეჭიდული ნიშან-თვისებების მემკვიდრეობა. ამოცანების ამოხსნა.

4.3. ადამიანის გენეტიკა

  • შესწავლის მეთოდები (გენეალოგიური, ციტოგენეტიკური, ბიოქიმიური). ადამიანის მემკვიდრული დაავადებები (აქონდროპლაზია, ალბინიზმი, ჰემოფილია, დალტონიზმი, დაუნის სინდრომი) და მათი მემკვიდრეობის მექანიზმები. ამოცანების ამოხსნა.

4.4. ცვალებადობა. არამემკვიდრული და მემკვიდრული

  • მოდიფიკაციური ცვალებადობა.

  • კომბინაციური ცვალებადობა.

  • მუტაციური ცვალებადობა (გენური, ქრომოსომული, გენომური). ამოცანების ამოხსნა.

5. ეკოლოგია

5.1. ეკოლოგიური ფაქტორები

  • აბიოტური ფაქტორები: სინათლე, ტემპერატურა, ტენიანობა. ფაქტორის ოპტიმალური ინტენსივობა; გამძლეობის ზედა და ქვედა ზღვარი. შემზღუდველი ფაქტორი. ფოტოპერიოდიზმი.

  • ბიოტური ფაქტორები: ნეიტრალიზმი, კონკურენცია, მტაცებლობა, პარაზიტიზმი, სიმბიოზი და მისი ფორმები.

  • ანთროპოგენური ფაქტორი და მისი ზემოქმედება ბუნებრივ ეკოსისტემაზე.

5.2. ეკოლოგიური სისტემა

  • ეკოსისტემის მდგრადობა და თვითრეგულაცია.

  • კვების ხასიათი ეკოსისტემაში (ავტოტროფები, ჰეტეროტროფები, მიქსოტროფები); ეკოსისტემის კვებითი ფუნქციური ჯგუფები: პროდუცენტები, კონსუმენტები და რედუცენტები. კვებითი ჯაჭვი და კვებითი ქსელი. ეკოლოგიური პირამიდა და მისი ფორმები.

6. ევოლუციური მოძღვრება

6.1. ევოლუციური თეორია

  • დარვინ-უოლესის ევოლუციური თეორია. ევოლუციის სინთეზური თეორია.

  • მემკვიდრეობითობა, ცვალებადობა და ბუნებრივი გადარჩევა. არსებობისათვის ბრძოლა და მისი ფორმები.

6.2. მიკროევოლუცია

  • ევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორები; ბუნებრივი გადარჩევა და მისი ფორმები; არსებობისათვის ბრძოლა და მისი ფორმები.

  • ევოლუციის საბოლოო შედეგი: ადაპტაცია და მისი ფორმები; ახალ სახეობათა წარმოშობა (ალოპატრიული, სიმპატრიული).

6.3. მაკროევოლუცია

  • მაკროევოლუციის დამამტკიცებელი საბუთები: პალეონტოლოგიის, ემბრიოლოგიის, შედარებითი ანატომიის, მოლეკულური ბიოლოგიის მტკიცებულებები. დივერგენტული და კონვერგენტული ევოლუცია.

bottom of page