top of page

ინგლისურის პროგრამა

  • წაიკითხოს B1 სირთულის მცირე ან საშუალო ზომის  შემეცნებითი ან ინფორმაციული სახის ტექსტი - განცხადება, რეკლამა, წერილი, ადაპტირებული საგაზეთო პუბლიკაცია და ა.შ. და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე კონკრეტული ინფორმაცია. შეარჩიოს და გამოიყენოს დავალების შესაბამისი კითხვის სტრატეგიები.

  • მოისმინოს შესაბამისი სირთულის მცირე ზომის შემეცნებითი ან ინფორმაციული სახის  ტექსტი და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე  კონკრეტული ინფორმაცია. შეარჩიოს და გამოიყენოს დავალების შესაბამისი მოსმენის სტრატეგიები.

  • დაწეროს 120-170 სიტყვიანი თხზულება. მკაფიოდ, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად ჩამოაყალიბოს საკუთარი  მოსაზრება მოცემულ თემასთან  დაკავშირებით. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები.

  • გაიგოს და მოთხოვნის შესაბამისად გამოიყენოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული B1 დონის გრამატიკა, ლექსიკა და ენობრივი ფუნქციები. ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა  უცხოურ ენებში შესაბამისობაშია  ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან.  

1. არსებითი სახელი (Noun)

  • საკუთარი, საზოგადო, აბსტრაქტული, ნივთიერებათა.

  • თვლადი და უთვლადი არსებითი სახელები.

  • ბრუნვა (Possessive Case) და რიცხვი (Singular/Plural).

2. არტიკლი (Article)

  • განსაზღვრული (The), განუსაზღვრელი (A/An) და ნულოვანი არტიკლი.

3. ზედსართავი სახელი (Adjective)

  • შედარების ხარისხები (Positive, Comparative, Superlative).

  • ზედსართავ სახელთა თანმიმდევრობა წინადადებაში.

4. რიცხვითი სახელი (Numeral)

  • რაოდენობითი (Cardinal) და რიგობითი (Ordinal).

5. ნაცვალსახელი (Pronoun)

  • პირის, ჩვენებითი, კუთვნილებითი, კითხვითი, განუსაზღვრელობითი, უკუქცევითი, ემფატური (გამაძლიერებელი) და მიმართებითი.

6. ზმნა (Verb)

  • წესიერი და არაწესიერი ზმნები.

  • სრულმნიშვნელოვანი და დამხმარე (Auxiliary) ზმნები.

  • მაერთი ზმნები (Linking verbs).

  • გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები.

  • მოდალური ზმნები და ფრაზული ზმნები (Phrasal verbs).

  • ზმნის უპირო ფორმები (Infinitive, Gerund, Participle).

7. ზმნის დროები მოქმედებით გვარში (Active Voice)

  • Simple: Present, Past, Future, Future in the Past.

  • Continuous: Present, Past, Future.

  • Perfect: Present, Past, Future.

  • Perfect Continuous: Present, Past.

8. ზმნის დროები ვნებით გვარში (Passive Voice)

  • Simple: Present, Past, Future.

  • Continuous: Present, Past.

  • Perfect: Present, Past.

9. ზმნიზედა (Adverb)

  • დროის, ადგილის, ხარისხის და სხვა სახის ზმნიზედები.

  • შედარების ხარისხები.

10. წინდებული (Preposition)

  • ადგილის, დროის, მიმართულების და სხვა.

11. კავშირი (Conjunction)

  • მაკავშირებელი (and, or, so, but და ა.შ.).

  • მაქვემდებარებელი (where, when, because, as soon as და ა.შ.).

12. ნაწილაკი (Particle)

  • no, not, too, only, even, just, still და ა.შ.

13. წინადადება (Sentence)

  • მტკიცებითი, კითხვითი, უარყოფითი.

  • თხრობითი და ბრძანებითი.

  • მარტივი, რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი.

  • პირობითი წინადადებები: I და II ტიპი (Conditionals).

14. წინადადების წევრები

  • მთავარი და მეორეხარისხოვანი წევრები.

15. პირდაპირი და ირიბი თქმა (Direct and Reported Speech)

  • წინადადების წყობა, დროთა თანმიმდევრობა (Sequence of Tenses).

16. სიტყვათწარმოება (Word Formation)

  • სუფიქსები (-y, -er, -able, -ly და ა.შ.).

  • პრეფიქსები (un-, ir-, im- და ა.შ.).

17. გრამატიკული კონსტრუქციები

  • there is / there are.

  • let somebody do.

  • to be going to.

  • used to და სხვა.

18. ორთოგრაფია და პუნქტუაცია

bottom of page