top of page

ინგლისურის პროგრამა

  • I-IV კლასები (დაწყებითი საფეხური A1 დონე)

  • საბაზისო ლექსიკა: ანბანი და ფონეტიკა. თემები: ფერები, რიცხვები, სხეულის ნაწილები, ოჯახი, ცხოველები, სკოლა, სახლი და ავეჯი.

  • გრამატიკა: ზმნა "to be" (ყოფნა), "have got" (ქონა), "can" (შეგრძნება). არსებითი სახელის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი. ჩვენებითი ნაცვალსახელები (This/That).

  • დროები: Present Simple (აწმყო მარტივი) — ყოველდღიური რუტინისა და ჩვევების აღწერა.

  • უნარები: მარტივი წინადადებების გაგება და შედგენა. სიმღერებისა და მოკლე დიალოგების მოსმენა. საკუთარი თავის წარდგენა.

V-VII კლასები (საბაზო საფეხურის I ნაწილი • A1-A2 დონე)

  • ლექსიკა და თემები: ჰობი, სპორტი, პროფესიები, ამინდი, ტანსაცმელი, საჭმელი/სასმელი, ქალაქში ორიენტაცია, ტრანსპორტი.

  • გრამატიკა: თვლადი და უთვლადი არსებითი სახელები. ზედსართავი სახელის შედარებითი და აღმატებითი ხარისხები. მოდალური ზმნები (must, should, may).

  • დროები: Present Continuous (მიმდინარე), Past Simple (წარსული მარტივი - წესიერი და არაწესიერი ზმნები), Future Simple & "Going to" (მომავალი დრო და გეგმები).

  • წერითი და სამეტყველო კომუნიკაცია: პირადი წერილის/მეილის დაწერა. გზის მიგნება/მისწავლება. დიალოგები მაღაზიასა და კაფეში. ადაპტირებული ტექსტების კითხვა.

VIII-X კლასები (საბაზო II ნაწილი და საშუალო  A2-B1 დონე)

  • გრამატიკული სტრუქტურები: პირობითი წინადადებები (Conditionals: 0, 1, 2).

  • ვნებითი გვარი (Passive Voice). ირიბი თქმა (Reported Speech). ფრაზული ზმნები (Phrasal Verbs).

  • რთული დროები: Present Perfect (აწმყო სრული), Past Continuous, Past Perfect. დროთა შეთანხმება.

  • ლექსიკა და თემები: მოგზაურობა და კულტურა, ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრება, ურთიერთობები, კარიერა და მომავლის გეგმები.

  • ანალიტიკური უნარები: ესესა და ბლოგის დაწერა (აზრის არგუმენტირებულად გადმოცემა). დებატებში მონაწილეობა. ორიგინალი (არაადაპტირებული) ტექსტების, ახალი ამბებისა და ლიტერატურის დამუშავება.

bottom of page