top of page
ისტორიის პროგრამა
1. ძველი მსოფლიო და საქართველო
-
შუამდინარეთის ცივილიზაცია (ქალაქ-სახელმწიფოები, აქადი, ბაბილონის სამეფო, რელიგია და კულტურა).
-
ეგვიპტე (სახელმწიფოს ჩამოყალიბება, მმართველობის სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რელიგია და კულტურა).
-
ასურეთი (საშინაო და საგარეო პოლიტიკა).
-
აქემენიანთა სახელმწიფო (სახელმწიფოს ჩამოყალიბება, მმართველობის სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რელიგია და კულტურა).
-
ძველი საბერძნეთი (ბერძნული კოლონიზაციის მიზეზები და შედეგები. ათენი: მმართველობის სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ბერძენ-სპარსელთა ომები. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობები. ელინისტური სახელმწიფოები).
-
ძველი რომი (მეფეთა ხანა, რომი რესპუბლიკისა და იმპერიის ხანაში: მმართველობის სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა. ქრისტიანობა და მისი გავრცელება).
-
საქართველო ანტიკურ ხანაში (კოლხეთი, ქართლის სამეფოს შექმნა, ურთიერთობა რომთან, ქრისტიანობის გავრცელება).
2. მსოფლიო და საქართველო V-X საუკუნეებში
-
ხალხთა დიდი გადასახლება, „ბარბაროსული“ სახელმწიფოები.
-
ფრანკთა სამეფო (მეროვინგები, კარლოს მარტელი, პიპინ მოკლე, კარლოს დიდი, ფრანკთა იმპერიის დაშლა).
-
ნორმანები და მათი ლაშქრობები.
-
საღვთო რომის იმპერია (ოტო I).
-
ფეოდალური ურთიერთობები და ფეოდალური საზოგადოება.
-
ბიზანტია (იუსტინიანე დიდი, ჰერაკლე კეისარი, ხატმებრძოლეობა).
-
არაბები და მათი დაპყრობები (ისლამის ჩამოყალიბება, პირველი ხალიფები, უმაიანთა დინასტია, აბასიანთა დინასტია, არაბული კულტურა, არაბები პირენეიზე).
-
საქართველო V-X საუკუნეებში (ვახტანგ გორგასალი. საქართველო VI საუკუნეში. არაბობა საქართველოში).
3. მსოფლიო და საქართველო XI-XV საუკუნეებში
-
ინგლისი (უილიამ დამპყრობელი, ჰენრი II, თავისუფლების დიდი ქარტია, პარლამენტის შექმნა).
-
საფრანგეთი (ფილიპე II ოგიუსტი, ლუი IX წმინდა).
-
ბიზანტია (ბასილი II, ალექსი I, პალეოლოგოსები, ბიზანტიის დაცემა).
-
სელჩუკთა ლაშქრობები და სელჩუკთა სახელმწიფოს შექმნა (თოღრულ-ბეგი, ალფ არსლანი, მალიქ შაჰი).
-
ჯვაროსნული ლაშქრობები (მიზეზები, რაინდობა და სარაინდო ორდენები, 1-8 ლაშქრობები, შედეგები).
-
პაპობა (დაპირისპირება კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და დიდი სქიზმა, ბრძოლა ინვესტიტურისათვის, გრიგოლ VII, ინოკენტი III, ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება).
-
ფეოდალური ურთიერთობები და ფეოდალური საზოგადოება ევროპაში, საქალაქო ცხოვრება ევროპაში, განათლება და კულტურა ევროპაში.
-
მონღოლთა ლაშქრობები (ჩინგიზ ყაენი, ბათო ყაენი, მონღოლური სახელმწიფოები).
-
ოსმალთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ტერიტორიული ზრდა (ორჰანი, მურად I, ბაიაზიდ I, მეჰმედ II).
-
თემურ-ლენგი და მისი დაპყრობები.
-
რეკონკისტა, პირენეის ნახევარკუნძულის გათავისუფლება მუსლიმთაგან.
-
ჰუმანიზმი და რენესანსი.
-
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები (მიზეზები, ექსპედიციები, შედეგები).
-
საქართველო XI-XV საუკუნეებში (ურთიერთობა ბიზანტიასთან და სელჩუკებთან, დავით აღმაშენებელი. თამარ მეფე, საქართველო მონღოლთა ბატონობისას, გიორგი ბრწყინვალე, თემურ-ლენგის ლაშქრობები).
4. მსოფლიო და საქართველო XVI-XVIII საუკუნეებში
-
რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია (მიზეზები, მიმდინარეობა, შედეგები, რელიგიური ომები საფრანგეთში).
-
ჰაბსბურგების სახელმწიფო (კარლოს V, ფილიპე II, ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ).
-
საფრანგეთი და ინგლისი (ლუი XIII, კარდინალი რიშელიე, ლუი XIV, ელისაბედ I, ჯეიმს I, სამოქალაქო ომი ინგლისში).
-
ოცდაათწლიანი ომი (მიზეზები, მიმდინარეობა, შედეგები).
-
ოსმალეთი და ირანი (სულეიმან I, სეფიანთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება, აბას I, ირან-ოსმალეთის ომები).
-
ნიდერლანდების რევოლუცია (მიზეზები, მიმდინარეობა, შედეგები).
-
განმანათლებლობა.
-
რუსეთი (ივანე III, ივანე IV, პეტრე I).
-
ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისური კოლონიები და აშშ-ს შექმნა.
-
საფრანგეთის რევოლუცია (მიზეზები, მიმდინარეობა, შედეგები).
-
საქართველო XVI-XVIII საუკუნეებში (ირან-ოსმალეთის ომები და საქართველო, ვახტანგ VI, ერეკლე II).
5. მსოფლიო და საქართველო XIX საუკუნეში
-
ნაპოლეონის ეპოქა (ლაშქრობები, რეფორმები, ასი დღე, ვენის კონგრესი).
-
დიდი ბრიტანეთი (კოლონიური იმპერია, ინდუსტრიალიზაცია, სოციალური მოძრაობები, ვიქტორიანული ეპოქა).
-
საფრანგეთი (ბურბონების რესტავრაცია, რევოლუციები, მეორე იმპერია, სოციალური მოძრაობები).
-
რუსეთი (აღმოსავლეთის საკითხი, ომები ოსმალეთთან და ირანთან, რუსული კოლონიალიზმი).
-
იტალიის გაერთიანება (მაძინი, კავური, გარიბალდი, ვიტორიო-ემანუელე II, გაერთიანების პროცესი).
-
გერმანიის გაერთიანება (ვილჰელმ I, ბისმარკი, პრუსიის სამხედრო რეფორმა, გაერთიანების პროცესი, ვილჰელმ II).
-
სამოქალაქო ომი აშშ-ში (აბოლიციონიზმი, პოლიტიკური პარტიები, ომის მიმდინარეობა, შედეგები).
-
საერთაშორისო ვითარება პირველი მსოფლიო ომის წინ.
-
საქართველო XIX საუკუნეში (საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ, 1832 წლის შეთქმულება. თერგდალეულები).
6. მსოფლიო და საქართველო XX საუკუნეში
-
პირველი მსოფლიო ომო (ომის მიმდინარეობა, შედეგები, პარიზის კონფერენცია, ერთა ლიგა).
-
რევოლუციები და სამოქალაქო ომი რუსეთში.
-
საბჭოთა კავშირის შექმნა, საბჭოთა კავშირი 20-30-იან წლებში.
-
იტალია, გერმანია, ესპანეთი, იაპონია 20-30-იან წლებში.
-
მეორე მსოფლიო ომი (ომის წინაპირობები, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, გერმანიისა და სსრკ-ს თავდასხმა პოლონეთზე, სსრკ-ს მიერ ბალტიის რესპუბლიკების ოკუპაცია, სსრკ-ფინეთის ომი, გერმანიის თავდასხმა სსრკ-ზე და სამხედრო ოპერაციები გერმანია-სსრკ-ს ფრონტზე, იაპონიის თავდასხმა აშშ-ზე და ომი წყნარ ოკეანეში, სამხედრო ოპერაციები აფრიკაში, ოპერაცია „ოვერლორდი“, თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციები, გერმანიისა და იაპონიის კაპიტულაცია, ნიურნბერგის პროცესი.).
-
მსოფლიო „ცივი ომის“ ეპოქაში („ცივი ომი“ და მისი მიზეზები, კორეისა და ვიეტნამის ომები, „კარიბის კრიზისი“, ავღანეთის ომი, NATO-სა და „ვარშავის ხელშეკრულების“ ბლოკის შექმნა. აშშ, ევროპის სახელმწიფოები, საბჭოთა კავშირი. ინდოეთისა და აფრიკის დეკოლონიზაცია. ანტისაბჭოთა გამოსვლები 1956 წელს უნგრეთსა და 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში.
-
აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკისა და სსრკ-ის დაშლა.
-
საქართველო XX საუკუნეში (საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და მისი წინაპირობები, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაცია, საქართველო სსრკ-ის შემადგენლობაში. ქართველები მეორე მსოფლიო ომში, 1956 წლის 9 მარტის, 1978 წლის 14 აპრილის და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები საქართველოში. 1990 წლის არჩევნები საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს, საქართველო XX-XXI სს-ის მიჯნაზე).
bottom of page



