top of page
მათემატიკის პროგრამა
I-IV კლასები (დაწყებითი საფეხური)
-
რიცხვები და მოქმედებები: ნატურალური რიცხვების კლასიფიკაცია, კითხვა და ჩაწერა. ოთხი არითმეტიკული მოქმედება (შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა) და მოქმედებათა თანმიმდევრობა.
-
წილადები: მთელის ნაწილების გაცნობა (ნახევარი, მესამედი, მეოთხედი).
-
გეომეტრია: წერტილი, წრფე, სხივი. ბრტყელი (სამკუთხედი, კვადრატი, წრე) და სივრცული ფიგურების (კუბი, სფერო) ამოცნობა. ფიგურის პერიმეტრი.
-
სიდიდეები: ზომის ერთეულები (სიგრძე, მასა, ტევადობა, დრო) და ფულადი ნიშნები. •ლოგიკა: კანონზომიერებების დაცვა, მიმდევრობების გაგრძელება და მარტივი ცხრილების შევსება.
V-VII კლასები (საბაზო საფეხურის I ნაწილი)
-
რიცხვთა სიმრავლეები: ათწილადები და ჩვეულებრივი წილადები (ყველა მოქმედება). მთელი და რაციონალური (უარყოფითი) რიცხვები. რიცხვის მოდული.
-
პროცენტი და პროპორცია: რიცხვის ნაწილის პოვნა, პროპორციის შედგენა, მასშტაბი რუკაზე.
-
ალგებრის საწყისები: ცვლადის შემცველი გამოსახულებების გამარტივება. წრფივი განტოლებები და უტოლობები.
-
გეომეტრია და სივრცე: კუთხეების სახეები და გაზომვა. სამკუთხედებისა და ოთხკუთხედების თვისებები. ბრტყელი ფიგურების ფართობები. მართკუთხა კოორდინატთა სისტემა.
-
მონაცემთა ანალიზი: დიაგრამების აგება (სვეტოვანი, წრიული). საშუალო არითმეტიკული, მოდა და მედიანა.
VIII-X კლასები (საბაზო II ნაწილი და საშუალო)
-
ალგებრა და რიცხვები: ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე, ირაციონალური რიცხვები და კვადრატული ფესვი. ხარისხი მთელი მაჩვენებლით. მრავალწევრები და შემოკლებული გამრავლების ფორმულები. განტოლებები და უტოლობები: კვადრატული განტოლებები (დისკრიმინანტი, ვიეტის თეორემა). განტოლებათა სისტემები. წრფივი და კვადრატული უტოლობები (ინტერვალთა მეთოდი).
-
ფუნქციები: წრფივი, კვადრატული და უკუპროპორციულობის (y=k/x) ფუნქციები. მათი თვისებები და გრაფიკების გარდაქმნა.
-
გეომეტრია: პითაგორას და თალესის თეორემები. სამკუთხედების მსგავსება. წრეწირი და წრე (მხები, ქორდა, ფართობი). ვექტორები და გეომეტრიული გარდაქმნები (სიმეტრია, მობრუნება).
-
ტრიგონომეტრია: სინუსი, კოსინუსი და ტანგენსი მართკუთხა სამკუთხედში. ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობები.
-
ალბათობა: ხდომილობის ალბათობის გამოთვლა.
bottom of page



