top of page

სამოქალაქო განათლების პროგრამა

1. პიროვნული განვითარება

  • პიროვნება და იდენტობა: პიროვნების არსი, სოციალიზაციის პროცესი და იდენტობის ჩამოყალიბება.

  • მოთხოვნილებები: ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებები და ინტერესები.

  • კომპეტენციები: ემოციების მართვა, რეფლექსია, ემპათია, ასერტულობა და ეფექტური კომუნიკაცია.

  • უნარ-ჩვევები: პრობლემის იდენტიფიცირება, გადაწყვეტილების მიღება და სტრატეგიული დაგეგმვა.

​​

2. პიროვნება და საზოგადოება

  • სოციალური როლები: პიროვნების ადგილი საზოგადოებაში, დაწერილი და დაუწერელი წესები.

  • ღირებულებები: თანასწორობა, ტოლერანტობა, ინკლუზიურობა და კულტურული მრავალფეროვნება.

  • დაცვა და პრევენცია: ძალადობისგან დაცვა, დისკრიმინაციის აღმოფხვრა და კონფლიქტების მართვა.

​​

3. სასკოლო გარემო

  • სკოლის მართვა: სასკოლო საზოგადოება, დემოკრატიული მოდელი და თვითმმართველობა.

  • პრობლემები: ბულინგი, უსაფრთხოება და განათლების უფლების რეალიზაცია.

  • გამოწვევები: არასრულწლოვანთა დანაშაული, ადრეული ქორწინება და შრომითი ექსპლუატაცია.

​​

4. ჯანსაღი ცხოვრება

  • პირადი ზრუნვა: ჰიგიენა, ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება.

  • ადიქცია: დამოკიდებულების ფორმები და მათი მავნე გავლენა ადამიანსა და საზოგადოებაზე.

​​

5. გარემოს დაცვა

  • ეკოლოგია: ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

  • კლიმატი: კლიმატის ცვლილება და გარემოს მდგრადი განვითარება.

​​

6. სამოქალაქო მონაწილეობა და მედია

  • სამოქალაქო საზოგადოება: საზოგადოებრივი ინტერესები, მონაწილეობის ფორმები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

  • მედიაწიგნიერება: ტრადიციული და სოციალური მედია, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა.

​​

7. თვითმმართველობა და სახელმწიფო მმართველობა

  • ადგილობრივი თვითმმართველობა: სისტემა, საქმიანობა და თანამშრომლობის ფორმები საქართველოში.

  • სახელმწიფო მოწყობა: ხელისუფლების დანაწილება (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო), კონსტიტუციური მმართველობა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.

​​

8. სამართლებრივი კულტურა და უფლებები

  • კანონის უზენაესობა: სამართლებრივი სახელმწიფოს არსი, მართლმსაჯულება და კანონიერება.

  • ადამიანის უფლებები: დაცვის მექანიზმები და ფუძემდებლური საერთაშორისო დოკუმენტები.

​​

9. პოლიტიკა და დემოკრატია

  • იდეოლოგიები და რეჟიმები: პოლიტიკური იდეები, რეჟიმების სახეები და დემოკრატიული ღირებულებები.

  • საარჩევნო პროცესი: დემოკრატიული არჩევნების პრინციპები.

  • გლობალური პოლიტიკა: საერთაშორისო ურთიერთობები და ორგანიზაციები.

​​

10. მოქალაქეობა და მშვიდობა

  • მოქალაქეობა: არსი, ისტორია, საქართველოსა და გლობალური მოქალაქეობის ცნებები.

  • უსაფრთხოება: ტრეფიკინგი, ტერორიზმი და შეიარაღებული კონფლიქტები.

  • მიგრაცია: ლტოლვილობა, დევნილობა და ჰუმანიტარული სამართალი.

​​

11. ეკონომიკა და ბიზნესი

  • საბაზრო ეკონომიკა: ფული, ბაზარი, კონკურენცია, კერძო საკუთრება და მეწარმეობა.

  • ფინანსური მართვა: პირადი და სახელმწიფო ბიუჯეტი, ფინანსური გადაწყვეტილებები.

  • დაცვა: მომხმარებლის უფლებები, შრომისა და საკუთრების უფლების დაცვა.

  • გლობალური ეკონომიკა: საერთაშორისო ვაჭრობა, კრიზისები და ფინანსური უსაფრთხოება (თაღლითობის პრევენცია).

bottom of page