ბაზალეთის საიდუმლო - საქმე N221
- Luka Latsabidze
- 24 hours ago
- 1 min read

ბაზალეთის საიდუმლო - საქმე N221.
მარტის სუსხი, ჩაკეტილი სივრცე და საქმე, რომელიც მხოლოდ შენ უნდა გახსნა!
9 მარტიდან, ბაზალეთის ახალგაზრდული ცენტრი გარდაიქმნება დეტექტიურ ბიუროდ. ჩვენ არ ვეძებთ უბრალო დამსვენებლებს, ჩვენ ვეძებთ გამომძიებლებს, რომლებსაც შეუძლიათ დაინახონ ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ.
სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/DCWijiCRJTxbwh636
რას უნდა ელოდო 5 დღის მანძილზე?
5 დღე – 5 სხვადასხვა კვალი. ყოველი დილა ახალი ნივთმტკიცებულებით იწყება, ყოველი საღამო კი აგათა კრისტისეული „ჩაის სმით“ სრულდება, სადაც ვერსიებს ვაჯამებთ.
დანაშაულის ადგილის ანალიზი: ისწავლი კვალის წაკითხვას და დეტალებზე დაკვირვებას.
ლოგიკური ლაბირინთები: შერლოკისეული დედუქცია და რთული თავსატეხები.
ეჭვმიტანილთა დაკითხვა: ისწავლი სიმართლისა და სიცრუის გარჩევას.
საიდუმლო არქივები: წვდომა მასალებზე, რომლებიც აქამდე დალუქული იყო.
ინფორმაცია რეგისტრაციაზე:
ბანაკი იწყება 9 მარტს. ადგილები მკაცრად შეზღუდულია – ბიუროში მხოლოდ ყველაზე სწრაფები მოხვდებიან! იმოქმედე დროულად:
I კალათა- 420₾
II კალათა- 450₾
III კალათა- 500₾
საფასურში შედის:
ტრანსპორტირება;
ტრენინგ ცენტრში განთავსება;
სამჯერადი კვება;
ტრენინგ კურსი;
სასწავლო მასალები;
კურსის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერთიფიკატი.
„როცა გამორიცხავ ყველაფერ შეუძლებელს, რაც დარჩება, თუნდაც დაუჯერებელი, არის სიმართლე.“ — შერლოკ ჰოლმსი
ლოკაცია: ბაზალეთის ახალგაზრდული ცენტრი
მოემზადე, გამოძიება იწყება!







Comments