შექმენი სახელმწიფო
- Luka Latsabidze
- 23 hours ago
- 1 min read

გაქვს ამბიცია, შექმნა სახელმწიფო ნულიდან? "აკადემია" წარმოგიდგენთ უპრეცედენტო პოლიტიკურ სიმულაციას!
დარეგისტრირდი ახლავე: https://forms.gle/6XDpbcN8xecTTsPP7
პროექტის ღირებულება : 120 ლარი
ღირებულებაში შედის:
ორენოვანი სერთიფიკატი,
კვება
ყველა საჭირო საკანცელარიო ინვენტარები
პოლიტიკა, სამართალი და დიპლომატია ისწავლება მხოლოდ პრაქტიკაში, რეალური კრიზისებისა და მოლაპარაკებების რეჟიმში.
3-დღიანი ინტენსიური სიმულაცია, სადაც 100 მონაწილე იკრიბება ერთი მიზნით --შექმნან ახალი, სრულფასოვანი სახელმწიფო სისტემა და მოიპოვონ გაეროს აღიარება
წარმოდგენილია გარდა პოლიტიკური ფრაქციებისა 5 სახელმწიფო კომიტეტი:
საკონსტიტუციო კომიტეტი: წერს ქვეყნის მთავარ კანონს, ირჩევს მმართველობის ფორმას (საპრეზიდენტო vs საპარლამენტო).
ეკონომიკისა და ფინანსთა კომიტეტი: წყვეტს ვალუტას, გადასახადებს და ბიუჯეტს.
მართლმსაჯულებისა და უფლებების კომიტეტი: წერს სისხლის სამართლის კოდექსს (არის თუ არა სიკვდილით დასჯა? როგორია პოლიცია?).
საგარეო და უსაფრთხოების კომიტეტი: ქმნის ჯარს და აწარმოებს მოლაპარაკებას „გაეროსთან“ (ჟიურისთან).
განათლების და კულტურის კომიტეტი
როგორ იმუშავებს პროექტი?
პროცესი დაყოფილია რამდენიმე სტრატეგიულ ეტაპად:
იდეოლოგიური დაყოფა და ფრაქციები მონაწილეები თავდაპირველად გაიყოფიან რადიკალურად განსხვავებულ იდეოლოგიურ ჯგუფებად (მაგ: კონსერვატორები, ლიბერალები, სოციალისტები და ა.შ.). ეს იდეოლოგიები ჩამოყალიბდებიან პოლიტიკურ ფრაქციებად, რომლებსაც ეყოლებათ ლიდერები, ექნებათ საკუთარი დღის წესრიგი და სტრატეგია.
სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობა ფრაქციებმა უნდა შეძლონ კომპრომისის გამონახვა და კოალიციების შეკვრა, რათა დააკომპლექტონ სახელმწიფო კომიტეტები.
თქვენი დავალებაა:
- დაწეროთ კონსტიტუცია: მმართველობის რა ფორმას ირჩევთ?
- განსაზღვროთ ეკონომიკა: როგორი იქნება გადასახადები და ბიუჯეტი?
- შექმნათ მართლმსაჯულება: როგორი იქნება სასამართლო სისტემა და პოლიცია?
კრიზისების მართვა (The Situation Room) როდესაც სახელმწიფო აეწყობა, თქვენ მოგიწევთ გაუმკლავდეთ მოულოდნელ „Breaking News“-ებს და საგარეო საფრთხეებს.
შეძლებს თქვენი დაწერილი კანონი ქვეყნის გადარჩენას?
ვისთვის არის ეს პროექტი?
სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ვისაც აინტერესებს პოლიტიკა, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები და ჟურნალისტური გამოძიება.
თარიღი: 27 თებერვალი, 28 თებერვალი, 1 მარტი
ღირებულება : 120 ლარი
სარეგისტრაციო ბმული :







Comments